საგარეო საქმეთა მინისტრი ბელგიაში 

30 აპრილი 2024, 20:01 380 ნახვა

საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრს შეხვდა.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, ხაზი გაუსვა დეკემბერში მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და აღნიშნა, რომ ქვეყანა ელოდება შემდგომ წარმატებას ამ გზაზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთის ომზე უკრაინაში და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში