დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რუსთავი 2-ის საქმეზე

26 მარტი 2017, 00:00 2044 ნახვა

„რუსთავი-2-ის საქმეში დაინტერესებულ მხარედ აშკარად იკვეთება დღევანდელი მთავრობა“, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ავრცელებენ. მათი თქმით, ამის უტყუარი საბუთი არის ის, რომ „უკვე 5 წელია პროკურატურა იგნორირებას უკეთებს დამფუძნებლების ლეგიტიმურ მოთხოვნას საქმის გამოძიების დასკვნის გამოქვეყნების შესახებ“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუკი  აქამდე საქმეს, ორი ძირითადი პოლუსი ჰქონდა, ერთი მხრივ,   რუსთავი-2-ის დამფუძნებელი კანონიერი მფლობელებისა და მეორე მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” სახით, ახლა სცენაზე ახალი მოქმედი პირები გამოჩნდნენ. განცხადების მიხედვით, ეს ვითარება გამოიწვია პროცესებმა, რომლებიც მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით, რამაც ამ მოძრაობის, მინიმუმ, ორ ფრთად გაყოფა გამოიწვია. წერილი,  ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა, მედია ჯის მიაწოდეს, სადაც გადმოცემულია მათი მოსაზრება, თუ რა ხდება „რუსთავი-2“-ის გარშემო.

ამავე კატეგორიაში