პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა - სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს

01 მაისი 2024, 00:17 395 ნახვა

პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს.

წყლის ჭავლის გარდა, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართა, მათ შორის აქციაზე ცრემლსადენი გაზიც კიდევ ერთხელ გაუშვეს.

საპოლიციო ზომები განმეორებით მას შემდეგ გამოიყენეს, რაც დარბევის პირველი მცდელობის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.

სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში