„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ლევან ხაბეიშვილი გაიტაცეს

01 მაისი 2024, 01:44 431 ნახვა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აქციიდან გაიტაცეს.

„რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე,“ პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გათავისუფლოს იგი“, – წერია განცხადებაში.

განახლება 01:55 - ბოლო ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი ნაცემია. მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში