კანონპროექტის განხილვა პარლამენტში

01 მაისი 2024, 20:13 435 ნახვა

ხმაური და დაპირისპირებაა პარლამენტში დილიდან, სადაც აღნიშნული კანონპროექტის მეორე მოსმენა გაიმართა. გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს მუხლობრივად განიხილავენ. დარბაზიდან გააძევეს რამდენიმე დეპუტატი.

თქვენ ან საია-ში რა გინდოდათ, ან პოლიტიკა რა გინდათ, ან სამართალთან გაგივლიათ? - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ლელოს“ დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც უმრავლესობის წევრების მიმართ ტერმინი „მონები“ გამოიყენა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც დეპუტატი ადამიანებს მონას ეძახის. ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ვინც სწორ მხარეს დგას, ისტორიაში ჩაიწერება, ხოლო „მონები“ მხოლოდ სტატისტიკაში ჩაეწერებიან.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში