აქციაზე დაკავებულების ნაწილი სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს

02 მაისი 2024, 14:01 319 ნახვა

აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.  ამ დროისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში მოინახულეს 3 ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი.

ასევე, სხვადასხვა კლინიკებში მყოფი აქციის მონაწილეები.

მათივე ინფორმაციით, ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში