აქცია პარლამენტთან დღესაც გაიმართება

02 მაისი 2024, 17:05 401 ნახვა

შეხვედრის ადგილი და დრო უცვლელია - პარლამენტთან ისევ 19:00 საათზე ქართული ოცნების კანონპროექტს დღესას გააპროტესტებენ.

რაც შეეხება გუშინდელ დღეს,  რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 15 ადამიანი დაშავდა, მათ შორის - სამართალდამცველები. აქციაზე დააკავეს 2 ადამიანი. დაზიანებულია საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორია, ჩამსხვრეულია მინები. პარლამენტთან სიტუაცია მთელი ღამის განმავლობაში დაძაბული იყო.

პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებდა სპეციალურ საშუალებებს;  წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და წიწაკის სპრეის. აქციის მონაწილეების მტკიცებით, მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნა რეზინის ტყვიებიც, რასაც შსს კატეგორიულად უარყოფს. ამ დროისთვის პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს.

დღის პირველ ნახევრამდე კი საკანონმდებლო ორგანოში მოქმედებდა წითელი დონე, გადაიდო პლენარული სხდომა, რომელიც 12 საათისთვის იყო დაგეგმილი, შენობაში არ უშვებდნენ დეპუტატებს და ჟურნალისტებს.

ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს, ქართულ ოცნებაში კი ამბობენ, რომ გუშინ პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის განხორციელება დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში