აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის განცხადება

03 მაისი 2024, 09:22 410 ნახვა

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი  ესაუბრა. დერეკ შოლეს მიერ გავრცელებული განცხადებით ვიგებთ, რომ  პრემიერ-მინისტრ კობახიძეს განუცხადეს   შეშფოთება საქართველოს ამჟამინდელ  ტრაექტორიასთან დაკავშირებით.  

,,მთავრობის მტრული რიტორიკა და ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის მხარდაჭერა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს“ - წერს ამერიკელი მაღალჩინოსანი და ამასთან  მოუწოდებენ  საქართველოს მთავრობას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება ევროატლანტიკური მომავლის მიმართ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში