საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები

03 მაისი 2024, 20:02 380 ნახვა

საერთაშორისო პარტნიორები ხელისუფლებას ისევ აკრიტიკებენ. ევროპელი ლიდერები იწუნებენ კანონს და აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გამოყენებულ ძალას. ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი ვითარების გამო და ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ  - ამის შესახებ ევროპარლამენტარების დევიდ მაკალისტერის, სვენ მიქსერისა და მარინა კალიურანდის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ევროპარლამენტარების განცხადებით, ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას, დემოკრატიას და ევროპულ მომავალს.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტს აკრიტიკებს საფრანგეთიც. ფიქრობენ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. თავის მხრივ, საქართველოს  საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთის საგარეო უწყებას არაობიექტურობაში სდებს ბრალს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში