ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს როგორც საქართველოსთვის, ასევე, რეგიონისთვის და ამ პროცესში ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა - ირაკლი კობახიძე

04 მაისი 2024, 11:50 363 ნახვა

ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც - 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაცია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 3%-ზე ნაკლებია, ხოლო, ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი, 1%-ს არ აღემატება.

„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენ ვქმნით შესაძლებლობებს, როგორც საქართველოსთვის, ასევე, სრულიად რეგიონისთვის და ამ პროცესში ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქართველი ხალხი და მისი კეთილდღეობაა. ამ კონტექსტში, ჩვენი უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ის, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ შევძელით ფისკალური და მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება: პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, სამი წლის საშუალო მაჩვენებელმა კი 9,7% შეადგინა.

ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკური ზრდის იმპულსის შენარჩუნებას მიმდინარე წელსაც - 2024 წლის პირველ კვარტალში ზრდამ 7,8% შეადგინა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინფლაცია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 3%-ზე ნაკლებია, ხოლო, ბოლო სამი კვარტლის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) და საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's ქართული ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზებს აკეთებენ”, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში