როგორ აღნიშნავენ 28 მარტს ბათუმში?

26 მარტი 2017, 00:00 2816 ნახვა

28 მარტს, უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღეს ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ცნობილია, რომ რეგიონში სახელმწიფო უწყებებზე დროშები გამოიფინება. სხვა ღონისძიებების შესახებ სხვა განმარტება  არ გაკეთებულა. მერიის ინფორმაციით,  ღონისძიებები უამინდობის გამო ვერ გაიმართება. მთავრობის პრესამსახურში კი მთავრობის ხელმძღვანელის დაგეგმილ შეხვედრებზე საუბრობენ. თავად ზურაბ პატარაძე ღონისძიებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დეტალები ხვალ გახდება ცნობილი. ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგიონში საზეიმო ღონისძიებები დღეს დაიწყო. საგანგებოდ ემზადებიან თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები, სადაც 28 მარტს მგზავრებს საგანგებოდ დახვდებიან 

ამავე კატეგორიაში