მდინარე ნაკრასში დაკარგული მესამე მოზარდის ცხედარი იპოვეს

07 მაისი 2024, 14:58 431 ნახვა

სვანეთში, მესამე დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა მე-12 კლასის მოსწავლის, საბა გვარმიანის ცხედარს მდინარე ენგურში მიაგნეს. ამ წუთებში ისინი მის ამოყვანას ცდილობენ.

მდინარე ნაკრაში, პატარა ჰესის მიმდებარედ, დილითვე აღმოაჩინეს 14 წლის გიორგი ვიბლიანის ცხედარიც.

2 მაისს, 3 მოზარდი, სოფელ ჭუბერიდან, მაისობის დღესასწაულიდან, ნაკრაში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილი წვიმაში, სავარაუდოდ, მოსრიალდა და მდინარეში გადავარდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში