პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

08 მაისი 2024, 11:50 376 ნახვა

ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობით  19 აპრილის შეთანხმება, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  გათავისუფლებაში დაეხმარა ორ კრიმინალს და ამნისტირება გაუკეთა „დამრღვევებსა და სასჯელმისჯილებს 2019 წლის 19-21 ივნისის პროტესტიდან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  სოციალურ ქსელში წერს,რომ ამ ამნისტიამ კიდევ უფრო წააქეზა პოლიტიკური ძალადობა, რადგან იმედი ჩაუსახა დამნაშავეებს, რომ შეძლებდნენ დანაშაულისთვის განკუთვნილი სასჯელისგან თავის არიდებას, თუკი მათ მხარეს უცხოელები ჩაერეოდნენ.

როგორც პაპუაშვილი  წერს, გათავისუფლებულთაგან ერთ-ერთი ნიკა მელია იყო, რომლის თავდების თანხა "ევროპის დემოკრატიის ფონდმა" გადაიხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის  თქმით, გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაესხნენ თავს საქართველოს პარლამენტს. პაპუაშვილის განცხადებით, 2019 წლის შეცდომა კვლავ განმეორდა, ზოგიერთმა უცხოელმა აქტორმა წინდაუხედავად ძალადობრივი აქციები კვლავ „მშვიდობიანად“ მონათლა, პოლიციის ლეგიტიმური ქმედება ძალის მინიმალური გამოყენებით კი  დაგმო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში