“ღია მმართველობის პარტნიორობის” მიმართვა 

08 მაისი 2024, 14:01 421 ნახვა

ღია მმართველობის პარტნიორობა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გაიწვიოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ქვეყანას OGP-ის წევრობა შეუწყდეს. ღია მმართველობის პარტნიორობის შეფასებით, პარლამენტში ინიცირებული კანონი დისკრიმინაციულია, ახდენს სტიგმატიზაციას და ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და მოწყვლადი ჯგუფების გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ღია მმართველობის პარტნიორობამ შეისწავლა სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა და დაადგინა, რომ მთავრობის ქმედებები შეუსაბამოა ორგანიზაციის ღირებულებებსა და პრინციპებთან. ღია მმართველობის პარტნიორობა მთავრობას 30 დღიან  ვადას აძლევს წარადგინოს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ გადაჭრის „რეაგირების მექანიზმის“ ფარგლებში გამოვლენილ პრობლემებს, რომელთა შორისაა პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში