ე.წ. მონაცემთა ბაზის საკითხი

08 მაისი 2024, 18:04 382 ნახვა

"ქართული ოცნება" მონაცემთა ბაზას ქმნის, სადაც შეგროვდება ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებ გვერდზე და მასზე წვდომა ნებისმიერ მსურველს ექნება. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობას და კანონდარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან და  შეკრებასთან და გამოხატვასთან. 

"ქართული ოცნების" ამ ინიციატივას ოპოზიციაში ეხმაურებიან, ამბობენ, რომ ეს არის მმართველი გუნდის ახალი რეპრესიული მექანიზმი, რომლითაც პარტია კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების გაჩუმებას შეეცდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში