ჩვენ დავიწყებთ ალბათ მოკვლევას და შემდეგ გამოძიებას - ვახტანგ გომელაური for.ge-ს აუდიოჩანაწერებზე

09 მაისი 2024, 11:42 321 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა For.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებზეც გააკეთა კომენტარი.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ისინი სავარაუდოდ დაიწყებენ მოკვლევას და შემდეგ გამოძიებას თუ დანაშაული გამოიკვეთა.

„სამწუხაროა რაც მოვისმინეთ, ამაზე ალბათ შესაბამისი უწყებები, თუ იქნება ჩვენი ქვემდებარე, ჩვენ დავიწყებთ ალბათ მოკვლევას და შემდეგ გამოძიებას, თუ გამოიკვეთება დანაშაული. სამწუხაროა რასაც ვისმენდით. ავთენტურობა დასადგენია, არ მინდა რომ მტკიცებულების ფორმაში ვისაუბრო, რომ ეს ასეა ნამდვილად. რასაც ვისმენდით საშინელებაა“, - აღნიშნა გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში