კანონში რა არ მოსწონთ, ამდენი ხანია, ვერ გვეუბნებიან და სამწუხაროდ, გვესმის უამრავი განცხადება, რომელიც სინამდვილეში სიცრუეა - პრემიერი

11 მაისი 2024, 00:06 382 ნახვა

ამ ურთიერთობებში მთავარია ღირსეული და სამართლიანი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, რომ სიმართლე ითქმებოდეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მეთიუ მილერის განცხადებას ეხებოდა.

პრემიერის თქმით, ნულია კრიტიკა და შენიშვნები.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი ერთ რამეს, ნულია კონკრეტული კრიტიკა, შენიშვნები, არაფერი, არის ზოგადი განცხადება, მანდ ჩანს რამე კრიტიკა? რამეს აკრიტიკებენ? ზოგადად ამბობენ, რომ ეს ხელს შეუშლის, ეწინააღმდეგება და ა.შ. მაგრამ კანონში რა არ მოსწონთ, ამას ამდენი ხანია ვერ გვეუბნებიან და გვესმის, სამწუხაროდ, უამრავი განცხადება, რომელიც არის სინამდვილეში სიცრუე.

 

და რადგან მეთიუ მილერზე არის საუბარი, მარტივი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. აქ მაქვს ციტატა მეთიუ მილერის – ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი „ფარა“ ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ. ეს მარტივი მაგალითია და რატომ ამბობს მეთიუ მილერი, რომ მხოლოდ მთავრობების სახელით მოქმედ ორგანიზაციებზე ვრცელდება „ფარა“. მარტივი ტყუილია იმიტომ, რომ მაგალითად, „ფარაში“, როგორც უცხოური ძალა რეგისტრირებულია გიული ალასანია. არის ეს უცხოური მთავრობა? რა თქმა უნდა, არ არის. ასევე, „ფარაში“ როგორც უცხოური ძალა, არის რეგისტრირებული ტელეკომპანია „ფორმულა“, არის თუ არა ეს უცხოური მთავრობა? რა თქმა უნდა, არ არის. სამწუხაროდ, ასეთი არასწორი, სიმართლეს მოკლებული განცხადებები გვესმის ხოლმე. სადაც კი ოდნავ სცადა კონკრეტიკაში შესვლა, იქვე მოუწია არასწორი რამის თქმა“, – განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში