''ნაციონალური  მოძრაობის''  ბრალდება

27 მარტი 2017, 00:00 3937 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნოდარ დუმბაძე “ბათუმის კულტურის ცენტრის” 2015 წლის აუდიტის დასკვნაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ჰიტ ბათუმის” ფარგლებში გამართული ღონისძიებების ჩატარების უზრუნველსაყოფად, 147 000 ლარი არამიზნობრივად დახარჯეს. საუბარია ბათუმის კორტების ქირით აღებაზე, დაცვის სამსახურისთვის გადახდილ თანხებსა და  დედაქალაქიდან მოწვეულ შემსრულებლებზე. დასკვნის თანახმად, ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულზე მეტი თანხებია დახარჯული. ნაციონალური მოძრაობის წევრის ამ ბრალდებებზე კულტურის ცენტრში კომენტარს მოგვაინებით გააკეთებენ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში