''ნაციონალური მოძრაობა'' ტურიზმის დეპარტამენტს აკრიტიკებს

27 მარტი 2017, 00:00 4152 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ნინო ჯინჭარაძე აჭარის ტურიზმის დეპარტმენტს არამიზნობრივად თანხების ხარჯვაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, 1 ფოტოს გადაღებაში ბიუჯეტში 300 ლარი აქვთ გათვალისწინებული, არსებული ვებ გვერდის განახლებაში კი 30 000. როგორც ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ არსებული ვებ გვერდი მოძველებულია და ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. ამასთან ჩატარდა კვლევა და ვიზიტორების ინტერესების გათვალისწინებით, საიტზე იქნება გამარტივებული საძიებო სისტემა. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში