მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს ზეიმობს

12 მაისი 2024, 11:22 512 ნახვა

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ბიბლიური ლიტერატურის მიხედვით, ანდრია პირველწოდებული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია.

რელიგიური სწავლების თანახმად, მოციქულს იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწაფა ქრისტეს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული.

დღესვე საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას დღესასწაულობს - როგორც საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული, ორი ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში