საქართველოს პარლამენტი, ხვალ და ზეგ, აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედია საშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება - პრემიერი

12 მაისი 2024, 16:59 393 ნახვა

საქართველოს პარლამენტი, ხვალ და ზეგ, აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედია საშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება - ამის შესახებ, პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსვთის ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული.

"საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით.

 

სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო, 60%-ზე მეტი, მხარს უჭერს უშუალოდ კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვაობის შესახებ". აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი, ხვალ და ზეგ, აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედია საშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

 

არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსთის ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული და რაშიც, განსაკუთრებულ როლს არასამთავრობო სექტორისა და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალე დაფინანსება ასრულებს.  გარედან ხელოვნურად თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი, უკვე, რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს", - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში