პარლამენტის შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ - თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმია მობილიზებული

12 მაისი 2024, 23:30 508 ნახვა

პარლამენტის შესასვლელებთან საპოლიციო ძალები განლაგდნენ, თავისუფლების მოედანზე კი, სპეცრაზმია მობილიზებული.

პოლიცია იმყოფება ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე, ასევე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან. 

ტერიტორიაზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც.

საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ, გაჩერებულია ავტობუსები, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმის დამატებითი დანაყოფები იმყოფებიან.

რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო გზა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან ღამის გათენებას აპირებენ.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში