გუბერნატორის ცნობით, ბელგოროდზე უკრაინის იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

13 მაისი 2024, 11:58 519 ნახვა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში უკრაინის იერიშის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

მისი ცნობით,15 ადამიანი დაიღუპა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიით, შენობას ჩამოგდებული უკრიანული რაკეტის ნამსხვრები მოხვდა. კიევში აღნიშნულ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ამასთან, გუბერნატორის ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა რეგიონისთვის ცეცხლის გახსნის შედეგად.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კვირის დაბომბვის შედეგად დაშავდა 27 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში