აქცია პარლამენტთან

13 მაისი 2024, 09:33 389 ნახვა

აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება გუშინ საღამოს 10 საათიდან დაიწყეს, ამ დროის განმავლობაში ვითარება პარლამენტთან რამდენჯერმე დაიძაბა, აქციის მონაწილეები მოქალაქეებს საჯარო პროტესტისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან გუშინ საღამოს მოქალაქეებთან ერთად და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ. მათ სცენიდან შეკრებილებისთვის არ მიუმართავთ, თუმცა აქტიურად აკეთებდნენ განცხადებებს და მხარს უჭერდნენ ახალგაზრდებს.

რამდენიმე დეპუტატი შეეცადა საკანონმდებლო ორგანოში შესულიყო, თუმცა მათ ამის საშუალება პარლამენტის შესასვლელებთან განლაგებულმა საპოლიციო ძალებმა არ მისცეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში