Freedom House-ის განცხადება

14 მაისი 2024, 10:59 360 ნახვა

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ, თუ „უცხოური აგენტების“ კანონს ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე მიიღებენ'' -  ამის შესახებ Freedom House-ის განცხადებაშია აღნიშნული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, - დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი.

„თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს და მიაწვდის ხელისუფლებას ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაჯარიმებლად, ან სხვაგვარად დასასჯელად, რომელთა საქმიანობასაც ისინი არ ეთანხმებიან. ეს დააკავშირებს საქართველოს რეპრესიულ რეჟიმებთან, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით, და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს - წერია განცხადებაში.

Freedom House-ი გმობს საქართველოში მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების და მასობრივი დაპატიმრებების გამოყენებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში