რიმა ბერაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძეს თავში ქაღალდების შეკვრა ჩაარტყა - მორიგი დაპირისპირება პარლამენტში

14 მაისი 2024, 14:38 422 ნახვა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატმა, რიმა ბერაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძეს თავში ქაღალდების შეკვრა ჩაარტყა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრს ამ ქმედების გამო ტაში დაუკრა. მოგვიანებით კი ინციდენტი პარლამენტის სხვა დეპუტატებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის ტარიელ ნაკაიძის გამოსვლას მოჰყვა. მას უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ.

„ნუ გაყიდით საქართველოს თავისუფლებას და ევროპულ მომავალს. წყალში ნუ ჩაყრით წინაპრების ღვაწლს. თუ ქვეყნის განადგურებას მოაწერთ ხელს, ორჯონიკიძეების გვერდით იქნებით“, – მიმართა უმრავლესობას ნაკაიძემ. უმრავლესობის წევრებმა კი ტარიელ ნაკაიძეს „ნომრიანი აგენტი“ უწოდეს.

ნინო წილოსანის ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა ხელით შეეხო მარიამ ლაშხს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში