საპროტესტო აქცია პარლამენტთან

14 მაისი 2024, 15:08 376 ნახვა

სამ კვირაზე მეტია პარლამენტთან იმართება უწყვეტი საპროტესტო აქციები მთავარი მოთხოვნით, უარი თქვას საკანონმდებლო ორგანომ ''ქართული ოცნების'' მიერ ხელახლა ინიცირებულ და პარლამენტში მეორედ დაბრუნებულ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე.

პარლამენტი კანონპროექტის უკან გაწვევას, აქციის მონაწილეები კი უკან დახევას არ აპირებენ.  

,,არა რუსულ კანონს“ - დღესაც დილიდან ეს გზავნილი ისმის ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც თითქმის ბოლო ერთი თვეა ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო ტალღის ეპიცენტრია.

დილიდან დაიწყეს მოქალაქეებმა შეკრება პარლამენტთან, სადაც ასევე იმყოფებიან, სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები.

რამდენიმე წუთის წინ იყო დაპირისპირება, რომელიც დაკავებებით დასრულდა.    

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში