„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ

14 მაისი 2024, 16:08 370 ნახვა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ.

ისმის შეძახილები: "მონებო"; "რუსებო". ასევე, დემონსტრანტები პროტესტს საყვირებით აფიქსირებენ.

აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად პარლამენტთან განთავსებულ რკინის ღობეებს ხელებს ურტყამენ და ჯებირებს ურტყამენ რკინის ღობეებს.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროტესტის დროს რამდენიმე პირი დააკავეს, როდესაც პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებს აკეთებდნენ.

დღეს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას გეგმავს.

ცნობისთვის, საკანონმდებლო ორგანომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი პარლამენტის 84-მა წევრმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 30.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში