მალტის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

15 მაისი 2024, 14:05 410 ნახვა

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს ეუთო-ს თავმჯდომარემ, მალტის საგარეო, ვაჭრობისა და ევროპულ საქმეთა მინისტრმა იან ბორჯმა  და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ეუთო-ს თანათავმჯდომარეების ჩართულობის მნიშვნელობას.

ილია დარჩიაშვილმა იან ბორჯს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე  განახლებული ინფორმაცია მიაწოდა  და მადლობა გადაუხადა მალტას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში