სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

15 მაისი 2024, 15:21 427 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და მადლობა გადავუხადე ქართველი ხალხის სოლიდარობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი ერთობლივი მომავალი ევროპაშია!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც. როგორც ზელენსკი წერს, სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა, რომ დაადასტურა მშვიდობის საინაუგურაციო სამიტზე დასწრება.

„მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას უკრაინაში შეუძლია, უზრუნველყოს ჩვენი საერთო რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა“, – აღნიშნავს ზელენსკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში