ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტი

15 მაისი 2024, 14:29 416 ნახვა

4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე გამართეს შეხვედრები პარლამენტში. ბოლო აუდიენცია პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ გაიმართა ოპოზიციასთან.

საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, ევროპელი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ევროპის გული სწორედ თბილისშია და ყველაფერს გააკეთებენ, რომ გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს ევროპული მომავლის დასაცავად.

ოპოზიციასთან შეხვედრამდე ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა.

დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს წუხილი უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებასთან დაკავშირებით.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არამომგებიანი ორგანიზაციების სფეროში გამჭირვალობის ნაკლებობის პრობლემას და მისი მოგვარების საჭიროებას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა მზაობა შემდგომი დიალოგისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში