მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას - ირაკლი კობახიძე

15 მაისი 2024, 19:30 496 ნახვა

მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს ყურადღება მიმართულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრისა და სლოვაკი ხალხისადმი.

„მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას. ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი და სლოვაკი ხალხისადმი“, - წერს ირაკლი კობახიძე.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ, გარეთ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თვითმხილველთა ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში