ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც მოვითხოვ, რომ ასეთი მექანიზმი თუ ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ - მდინარაძე

15 მაისი 2024, 22:44 420 ნახვა

რაღაც ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პერსონალურ სანქციებზე, რასთან დაკავშირებითაც კატეგორიულად მოვითხოვ, რომ თუ ასეთი მექანიზმი ამოქმედდება, სხვებს თავი დაანებონ და მე დამასანქცირონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ამ მოთხოვნას ზედმეტ თავდადებაში ნუ ჩამომართმევთ, უბრალოდ მსოფლიო ისტორიაში მინდა შევიდე როგორც პირველი კანონმდებელი, რომელიც კანონის მიღების გამო დაასანქცირეს!

ამას თუ დავამატებთ, რომ საუბარია გამჭვირვალობის კანონზე, ამავდროულად, ვიქნები პირველი და უკანასკნელი კანონმდებელი, რომელიც დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებული კანონის გამოტანა/მიღების გამო დასანქცირდა!“, - წერს მამუკა მდინარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში