შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

16 მაისი 2024, 10:07 444 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შარლ მიშელის თქმით, მან სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა მისი მხარდაჭერა მხარეების ლეგიტიმური შეშფოთებების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების პოვნაში.

„კიდევ ერთხელ გავიმეორე ჩემი სრული მხარდაჭერა, გავაგრძელო ქართველების დახმარება ევროპული მომავლისკენ მუშაობის პროცესში, მათ შორის, ყველა მხარის ლეგიტიმური შეშფოთებების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების პოვნაში დახმარებით“, - წერს მიშელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში