პრეზიდენტი სახალხო დამცველს შეხვდა

16 მაისი 2024, 10:11 412 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.   პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა, გამჭვირვალობის შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები განიხილეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახალხო დამცველმა პრეზიდენტს საპროტესტო აქციებზე დაკავებულებისა და სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში