სხდომა უმაღლეს საბჭოში

16 მაისი 2024, 18:05 400 ნახვა

მინისტრის საათის ფორმატში დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მოუსმინეს. მაია ხაჯიშვილმა დეპუტატებს სამინისტროს გასული წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო. 

რა გააკეთა  უწყებამ 2023 წელს როგორც საგანმანათლებლო ისე კულტურისა და სპორტის მიმართულებით. მინისტრი ამბობს, რომ მათი განათლების კუთხით ყურადღება ექცევა  როგორც მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ისე შინაარსობრივ მხარეს. მიმდინარეობს ახალი სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია, ასევე ინკლუზიური განათლების ცენტრების მოწყობა. ასეთი რეგიონში სამი იქნება.

მისივე ინფორმაციით, იზრდება იმ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახების სტუდენტთა რიცხვი, რადგან დაფინანსებისთვის საჭირო  ქულა ასი ატასიდან 150 ათასამდე იზრდება.

მაია ხაჯიშვილმა უმაღლესი საბჭოს წევრებს გააცნო ასევე კულტურული მეკმკვიდრეობის დაცვის კუთხით გახორციელებული პროექტები და კულტურისა და სპორტის მიმართულებით არსებული პროგრამები. დღესვე დეპუტატებმა რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს აგრარულ და გარემოსდაცვით საკითხთა კომიტეტის ანგარიში მოისმინეს.

სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციის ძირითადმა ნაწილმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში