პოლიტიკური განცხადებები უმაღლეს საბჭოში

16 მაისი 2024, 20:30 413 ნახვა

პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო  პლენარული სხდომა აჭარის უმაღლეს საბჭოში.  გამომსვლელები ძირითადად  „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ, რადგან  სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიციის ძირითადი ნაწილი. მათ უმაღლეს საბჭოს ბოიკოტი გამოუცხადეს.

ერთადერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელიც დღეს სხდომაზე მივიდა ირაკლი ჩავლეიშვილი იყო. მისი შეფასებით, დღეს აქციის მონაწილეები ერთმანეთს საქართველოს სიყვარულში ეჯიბრებიან და ცდილობენ ქვეყანა ევროკავშირში რაც შიძლება სწრაფად შეიყვანონ. 

საქართველოს ევროპულ არჩევანზე აკეთებდნენ დღეს ძირითად აქცენტს მმართველი პარტიის წევრებიც და აცხადებდნენ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი არ არის რუსული, რის შესახებაც პროტესტის მონაწილე ახალგაზრდები ინფორმირებული არ არიან. ამაში კი  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე  თავის და თანაპარტიელების დანაშაულს ხედავს.

დავით გაბაიძის თქმით, ისინი არ ესაუბრებოდნენ ახალგაზრდებს, არც ახლა ესაუბრებიან, რის გამოც ეს სივრცე თავისუფალი დარჩა და მას ახლა  იყენებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში