გაზაფხულის თოვლი ხულოში

28 მარტი 2017, 00:00 6636 ნახვა

ხულოში დილიდან თოვს ამ დროისთვის თოვლის საფარმა მაღალი ზონის სოფლებში 15 სმ-ს მიაღწია. უამინდობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც სოფელ ირემაძეებსა და საციხურის თემს დენის მიწოდება შეზღუდული აქვს. როგორც ხულოს გამგეობაში განმარტავენ ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენის სამუშაოები უკვე დაწყებულია და ელექტროენერგიის მიწოდება მოსახლეობას ერთ საათში აღუდგება. უამინდობას, პრობლემები არ შეუქმნია გადაადგილებასთან დაკავშირებით. გამგეობაში შექმნილია 24 საათიანი საგანგებო შტაბი.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში