პრეზიდენტის ვეტო

17 მაისი 2024, 19:52 476 ნახვა

გამჭვირვალობის შესახებ კანონის ძალაში შესვლამდე წინ ვენეციის კომისიის დასკვნა და პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ვეტოა, რომლის უფლების გამოყენებას ამჯერადაც გეგმავს სალომე ზურაბიშვილი. მან ამის შესახებ ისაუბრა  ასოშიეითიდ პრეს-თან ინტერვიუში.

 სალომე ზურაბიშვილმა უცხოურ მედიასთანაც გაიმეორა, რომ კანონი მიუღებელია, მოდიფიცირებას არ ექვემდებარება, და რომ აუცილებლად ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

 დაამატა, ისიც  რომ ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში