ომბუდსმენის განცხადება

17 მაისი 2024, 20:01 406 ნახვა

აქციებზე   დაკავებული  180 პირი მოინახულეს  სახალხო დამცველის რწმუნებულებმა. საუბარია 15/17 აპრილის პერიოდზე. 

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებიდან ვიგებთ რომ 180-დან  უმრავლესობა,  93 პირი მიუთითებდა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.  71 პირმა  კი მოითხოვა რეაგირება, რის თაობაზეც უწყებამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს უკვე მიმართა. 

ამასთან ირკვევა რომ  ცხელ ხაზზე შესულია  382 შეტყობინება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში