რადიკალური ოპოზიციის მთავარი თემაა დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი - ირაკლი ღარიბაშვილი

18 მაისი 2024, 13:07 365 ნახვა

ოპოზიციაში თურმე პოსტფაქტუმ იგებენ, რომ რაღაც დამატება შევიდა კანონში. ეს, კიდევ ერთხელ, მიუთითებს, რომ არ არიან ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, – ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი თემები დესტრუქცია და არეულობაა.

„ოპოზიცია პარლამენტში არის წარმოდგენილი საკმაოდ მრავალფეროვნად, არაერთი პარტიაა და ამ დროს, როგორც  მოვისმინეთ განცხადებები, თურმე, პოსტფაქტუმ იგებენ, რომ რაღაც დამატება იქნა შეტანილი. ერთი მხრივ, ხომ არის აბსურდული. სად არიან ეს ადამიანები, სად იყვნენ, თუ ეს დამატება მოხდა, რატომ იქვე არ მოახდინეს რეაგირება? ეს, კიდევ ერთხელ, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი რეალურად  არ არიან ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში, მათი მთავარი თემებია დესტრუქცია, არეულობა, სიგიჟე, ქაოსი, რაც მათ შემოაქვთ. ესაუბრათ, მაშინ, არგუმენტებით, თუ ეს დამატებები იყო. მე დეტალებში არ ვარ გარკვეული, თუმცა, რაც მოვისმინეთ, გასაგებია, რომ რაღაცებზე პრეტენზიებს გამოთქვამენ. ეს არის პრობლემა, რომ არ მოხდა მსჯელობა და სამწუხაროდ, უკვე მიღებულ კანონზე, ახლა, გვიწევს მსჯელობა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში