დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან უკვე საკმარისზე მეტი განმარტებები გაკეთდა - ირაკლი ღარიბაშვილი

18 მაისი 2024, 15:43 397 ნახვა

დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან უკვე გაკეთდა საკმარისზე მეტი განმარტებები, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით განაცხადა.

„დისკუსიას აზრი ყოველთვის აქვს, თუ კი იგი გამიზნულია იმისკენ, რომ მოხდეს შეთანხმება. გამოსავალი უნდა იყოს მოძიებული. აზრი რატომ არ აქვს?! პრობლემა ის არის, რომ მანამდე არ იყო კონკრეტული თანმხვედრი იდეები, წინადადებები. ვენეციის კომისია მუშაობს, ვიცი. დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან უკვე გაკეთდა საკმარისზე მეტი განმარტებები. იგივე, პრემიერმაც არაერთხელ თქვა, რომ ჩვენი გუნდი არის მზად დისკუსიისთვის, მათ შორის, პარტნიორებთან. უნდა გავიგოთ, რა არის მიუღებელი და ვფიქრობ, რაღაც გამოსავალს გამოვნახავთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში