მუზეუმის საერთაშორისო დღე 

18 მაისი 2024, 17:55 703 ნახვა

მუზეუმების საერთაშორისო დღე კვირეულით აღინიშნება ბათუმში. გახსნითი ღონისძიება ხელოვნების მუზეუმში გაიმართა, მოეწყო მსოფლიო შედევრების რეპროდუქციების გამოფენა სახელწოდებით “ცეკვა მხატვრობაში“, წარმოდგენილი იყო ეროვნული სამოსი, სამუზეუმო ექსპონატები და რომაული აღჭურვილობის ანალოგები გონიოს მუზეუმ-ნაკრძალიდან.

მუზეუმის საერთშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით წელს კვირეულის ძირითადი თემაა “მუზეუმები განათლებისა და კვლევებისთვის“.

სწორედ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისა და სამუზეუმო საქმიანობაში წვლილისთვის სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ მუზეუმის თანამაშრომლები.

თარიღთან დაკავშირებით, ღონისძიებები ერთი კვირის განმავლობაში გაიმართება.      

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში