ახალგაზრდების პასუხი პრემიერს

18 მაისი 2024, 20:08 578 ნახვა

შედგება თუ არა მოლაპარაკება და დისკუსია ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორსა და აქტივისტებს შორის, ჯერჯერობით უცნობია.

პრემიერის შემოთავაზებით ამის შესაძლებლობა არსებობს და ''ქართული ოცნება'' მზადაა მოუსმინოს ახალგაზრდებს და მათ მიერ შერჩეულ ექსპერტებს. 

ოპოზიცია, რომელიც ამ დისკუსიაში არ მოიაზრება, მიიჩნევს, რომ მსგავსი მოლაპარაკება დაგვიანებულია. ''ქართულ ოცნებაში'' კი თვლიან, რომ ეს ძალიან კარგი შემოთავაზებაა, რადგან საუბარი ეხება გულწრფელ ახალგაზრდებთან დიალოგს და არა პარტიულ წარმომადგენლობასთან.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში