სალომე ზურაბიშვილის ვეტო აჩვენებს შტორმიდან გამოსავალს, საქართველოს შეუძლია, უარი თქვას კანონზე და აირჩიოს ევროპა - გაბრიელიუს ლანდსბერგისი

18 მაისი 2024, 21:21 440 ნახვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა.

ლანდსბერგისი წერს, რომ საქართველოს შეუძლია, უარი თქვას კანონზე და აირჩიოს ევროპა.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო აჩვენებს შტორმიდან გამოსავალს. საქართველოს შეუძლია, უარი თქვას კანონზე და აირჩიოს ევროპა“, – წერს ლანდსბერგისი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში