პრეზიდენტის ვეტო

19 მაისი 2024, 12:08 433 ნახვა

ვეტო შინაარსობრივი შენიშვნების გარეშე. პრეზიდენტის მიერ დაწუნებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი პარლამენტში ბრუნდება.

სალომე ზურაბიშვილი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ დაელოდა და თავისი დისკრეციული უფლება გუშინ გამოიყენა.

ოპოზიცია პრეზიდენტს გადაწყვეტილებას უწონებს. ხელისუფლების ოპონენტებს ზურაბიშვილის მსგავსად მიაჩნიათ, რომ კანონი უნდა გაუქმდეს, რადგან ის რუსულია. უმრავლესობა კი პრეზიდენტს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში