ე.წ. ოფშორების კანონზე ვეტოს პარლამენტი ხვალ განიხილავს 

19 მაისი 2024, 15:01 406 ნახვა

პარლამენტი ხვალინდელ სხდომაზე სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ ვეტოს განიხილავს. ამჯერად, საუბარია ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე წარმოდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე, რომელზეც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ხვალ იმსჯელებს. პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს.

ამბობს, რომ მიღებული კანონით არათანაბარი და დისკრიმინაციული გარემო იქმნება, როგორც უცხოურ ინვესტორებთან მიმართებით, ასევე, ადგილობრივი ინვესტორების მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით.

სრულად იზიარებს "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილებების იმ ნაწილს, რომელიც ფიზიკური პირების საგადასახადო დავალიანებებისგან და მასზე დარიცხული საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა ამბობს, რომ ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა მიუღებელი და დაუშვებელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში