ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

19 მაისი 2024, 17:32 858 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. დასის რეპერტუარს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები “მე ვხედავ მზეს“ შეემატება.

ახალ სპექტაკლზე რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი მუშაობს. რეჟისორის თქმით, ახლებურ ვერსიაში სიყვარულის თემატიკასთან ერთად, კიდევ უფრო მკაფიოდ იქნება გადმოცემული სოციუმის პრობლემატიკა. რამდენიმეთვიანი სამზადისის შემდეგ მსახიობები სცენაზე აქტიურ სარეპეტიციო რეჟიმში მუშაობენ. თეატრის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად სპექტაკლში ხელოვნების უნივერსიტეტის რამდენიმე სტუდენტიც მონაწილეობს.    

“ჰელადოსისა“ და “ურჩხული და მზეთუნახავის“ შემდეგ დრამატული თეატრის რეპერტუარში ეს იქნება კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც მოზარდ მაყურებელზეც არის გათვლილი.

პრემიერა 21, 22, 25 და 26 მაისს გაიმართება. ყველა ჩვენებაზე ბილეთები უკვე გაყიდულია.

“მე ვხედავ მზეს“ ბათუმის დრამატული თეატრის 145-ე თეატრალური სეზონის რიგით მეცხრე სპექტაკლია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში