პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მომავალ კვირაში დაძლევს

23 მაისი 2024, 14:08 548 ნახვა

უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობა მომავალ სასესიო კვირაში დაძლევს.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ამ დროის განმავლობაში ვერცერთი მხარისგან ვერ მიიღეს კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის კანონი რუსული და რატომ უშლის ხელს ევროინტეგრაციას.

ოპოზიციისთვის კი ვეტოს არ დაძლევა არის ერთადერთი შანსი, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი გადარჩეს.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში