ყველა პლატფორმიდან, ინტენსიურად ვიცავ და დავიცავ საქართველოს დამოუკიდებლობას და ინტერესებს - ლადო მგალობლიშვილი

24 მაისი 2024, 13:00 525 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ლადო მგალობლიშვილი აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებს ეხმაურება. დეპუტატის პოზიციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

"ბოლო დროის განმავლობაში ჩემს ქვეყანას ძალიან უჭირს. ამიტომ, ყველა პლატფორმიდან, ინტენსიურად ვიცავ და დავიცავ საქართველოს დამოუკიდებლობას და ინტერესებს. თუ ამისთვის პარტნიორი  - ამერიკის შეერთებული შტატები ჩემს ხალხს ასანქცირებს, მაშინ თხოვნა მექნება მათთან - აუცილებლად შემიყვანონ პატრიოტთა ამ საპატიო რეესტრში,“ - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში